61 კილოა, ადამიანი 24 საათი არ მოძრაობს - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

სულ ნახვები : 148
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მისი წონა 61 კილოა. რა თქმა უნდა, ძალიან სუსტადაა, ადამიანი 24 საათი არ დგება, არ მოძრაობს - განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ დღეს ჟურნალისტებთან.

"მისი წონა 61 კილოა. რა თქმა უნდა, ძალიან სუსტადაა, ადამიანი 24 საათი არ დგება, არ მოძრაობს ფაქტობრივად. ეს არის ადამიანი, რომელსაც ვერ დააბამდი ერთ ადგილას და ახლა ასეთ მდგომარეობაშია. მე არ ვიცი, რამ უნდა აიძულოს რომელმა თამაშმა და რომელმა მსახიობობამ. ეს კონსილიუმის ექიმები ალბათ იგივე ადამიანები არიან, ვინც ადრეც შედიოდა, ვიცი, რომ ესენი არიან ძალიან კარგი პროფესიონალები. პირადად მე არცერთს ვიცნობ, მაგრამ ვიცი, რომ კარგი ექიმები არიან, მჯერა, რომ ობიექტურები არიან და კარგია, რომ შევლენ და დაწერენ თავის დასკვნას. მე ასე წარმომიდგენია, რომ ესეც უნდა დაერთოს და თვითონ კლინიკის ცნობაც ალბათ, იმიტომ რომ ყველაზე დეტალური ინფორმაცია ამათ აქვთ" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა