მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისა და ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის - ქუთაისში ენმ-ის აქცია იმართება

სულ ნახვები : 117
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

 ,,ერთად ევროპაში,,- კამპანიის ფარგლებში ქუთაისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აქციას მართავს. აქცია ქალაქის ადმინისტრაციული შენობის წინ მიმდინარეობს. ნაციონალური მოძრაობის ლიდერების თქმით, მნიშვნელოვანია ხელისუფლებას აიძულონ 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომერის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, 9 აპრილს რუსთაველზე მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ უნდა დააფიქსირონ, რომ არ სურთ რუსული მთავრობა და საქართველოს მომავალი ევროკავშირის გზაზე გადის. " 9 აპრილს, 17:00 საათზე, ქვეყნის მთავარ გამზირზე - რუსთაველზე, მნიშვნელოვანია შევიკრიბოთ პოლიტიკური პატიმრებისთვის, მიშას თავისუფლებისა და ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის“, - განაცხადა ხაბეიშვილმა. შეგახსენებთ, კამპანიის ფარგლებში აქციები საქართველოს დიდ ქალაქებში ჩატარდა, 9 აპრილს კი, თბილისში მასშტაბური აქციის გამართვა იგეგმება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა