აჭარის მთავრობა მეწყრის შედეგად მიღებული ზიანის აღმოსაფხვრელად 10 მილიონ ლარს გამოყოფს

სულ ნახვები : 231
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მუნიციპალიტეტის მერებთან შეხვედრა გამართა და მეწყრული პროცესების შედეგად მიყენებული ზიანის, ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოებისა და მოსახლეობის უსაფრთხო საცხოვრისით უზრუნველყოფის შესახებ ინფორმაცია მიიღო. თორნიკე რიჟვაძის გადაწყვეტილებით, აჭარის მთავრობა 10 მილიონ ლარს გამოყოფს ჩამოთვლილი პრობლემების აღმოსაფხვრელად. შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერებმა დეტალური მონაცემები წარადგინეს დაზარალებული ოჯახებისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის შესახებ. მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ყველა დონეზე, როგორც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა, ასევე ცენტრალურმა უწყებებმა, ჯანდაცვისა და სოციალურმა სამინისტრომ მოახდინოს რეაგირება, რათა არცერთი მოქალაქე არ დარჩეს უყურადღებოდ. ინფორმაციას აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა