რეალურად, ეს იმ ოპოზიციური თუ ექსტრემისტული დაჯგუფების შინაარსს აჩვენებს, ვისთანაც დღეს გვაქვს საქმე - ვოლსკი გრიგორიადისზე

სულ ნახვები : 154
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ ლაზარე გრიგორიადისი აჩვენებს იმ „ოპოზიციური თუ ექსტრემისტული დაჯგუფების შინაარსს, ვისთანაც დღეს გვაქვს საქმე“. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა, როდესაც გამოხმაურა პოლიციელზე თავდასხმის და ნივთის დაზიანების ფაქტებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

რაც შეეხება დაკავებულის მხარდასაჭერ კამპანიას, მისი თქმით, მიმდინარე პროცესები უკვე აღარ ეხება კონკრეტულ პიროვნებას და აჩვენებს რადიკალური ოპოზიციის მხრიდან რევოლუციური სცენარის განვითარების სურვილს.

„მე მგონია, რომ საზოგადოებისთვის უკვე ნათელია, რომ ეს არ ეხება ერთ კონკრეტულ პიროვნებას, რომელმაც ჩაიდინა ასეთი სახის დანაშაული - შეიძლება თავის თანატოლს, ან თავისზე უმცროსს, მისი თაობის წარმომადგენელს, ამ შემთხვევაში - პოლიციელს, რომელიც სახელმწიფო ინტერესების სადარაჯოზე დგას, ესროლა „მოლოტოვის კოქტეილი“ და ცოცხლად დაწვა დაუპირა. არა მარტო ერთ პოლიციელს, არამედ რამდენიმეს, რომელსაც შესაძლოა, ეს ცეცხლი მოსდებოდა.

რეალურად, ეს იმ ოპოზიციური თუ ექსტრემისტული დაჯგუფების შინაარსს აჩვენებს, ვისთანაც დღეს გვაქვს საქმე და რომლებიც გვარწმუნებენ, რომ თითქოს, მზად არიან, პარლამენტში შემოვიდნენ და 12 რეკომენდაციის შესრულებაზე დაიწყონ მუშაობა. საფრთხე აშკარაა და ამ საფრთხეს ჰქვია რევოლუციური პროცესის განვითარების მცდელობა, რომელიც ყოველთვის დღის წესრიგში იყო, მათ შორის, სააკაშვილის რესურსის გამოყენებით. ეს სცენარი უკვე ჩვენს თვალწინ ვითარდება და ისეთი სახე შეიძინა, რომელსაც არ შეიძლება სხვა რამე ეწოდოს, თუ არა შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა