BBC-ს სტატია ეყრდნობა საქართველოს მთავრობის მიერ გადაცემულ ინფორმაციას - დიმიტრი შაშკინი

სულ ნახვები : 172
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

BBC-ს სტატიაში  ჟურნალისტი ეყრდნობა საქართველოს მთავრობის მიერ გადაცემულ ინფორმაციას“,  -  ამის შესახებ ენმ-ის წევრმა  დიმიტრი შაშკინმა განაცხადა.

მისი თქმით, დავით კეზერაშვილი დევნილი ბიზნესმენია და მის წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მუშაობს.

„დავით კეზერაშვილი არის დევნილი ბიზნესმენი, რომელიც ცხოვრობს დიდ ბრიტანეთში, ის არ არის პოლიტიკოსი. ერთადერთი მისი  ბიზნეს აქტიურობა   საქართველოში  დაკავშირებულია  ტელეარხთან.

 რაც შეეხება BBC-ს სტატიას, ჟურნალისტი ამბობს,  რომ 2022 წლის ნოემბერში, ანუ შარშან,  მონაწილეობდა საქართველოს ძალოვნებთან ერთად „ქოლ ცენტრების“ რეიდებში.  ინფორმაციას რომელსაც ის   აქვეყნებს, ეყრდნობა  საქართველოს ძალოვნების, მთავრობის მიერ გადაცემულ ინფორმაციას“, - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

BBC-ის სიუჟეტში საუბარია „ქოლ ცენტრების“ საქმეზე და მასში 5 ქართველის, მათ შორის დავით კეზერაშვილის მონაწილეობის შესახებ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა