„ევროპელ პარტნიორებს და პენსიონერებს ძარცვავს“ - ირაკლი ზარქუა კელი დეგნანს კეზერაშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს

სულ ნახვები : 149
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

უმრავლესობის წარმომადგენელი ირაკლი ზარქუა, აშშ-ს ელჩს საქართველოში კელი დეგნანს, ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს.

აღნიშნულის შესახებ განცხადება ზარქუამ დღეს, 12 აპრილს გააკეთა.

„მივმართავ ქალბატონ დეგნანს, ეს ადამიანი დაასანქცირეთ. ჩვენი და თქვენი, ამერიკის პარტნიორია ბრიტანეთი, დასკვნა დაიდო, რომ ეს კაცი მძარცველია. ევროპელ პარტნიორებს და პენსიონერებს ძარცვავს. როგორც თვითონ თქვა, ეს ადამიანი საქართველოში მედიებს, პოლიტიკურ პარტიებს აფინანსებს. ქალბატონო კელი, ეს დემოკრატიას არ წაადგება და თქვენ ხომ ქვეყანაში დემოკრატიას უჭერთ მხარს. ამიტომ თქვენგან ობიექტურ რეაგირებას ველოდები“, - განაცხადა მან.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა