ხედავთ, რა სამარცხვინოები გახდით - ირაკლი ზარქუა ევროპარლამენტარებს მიმართავს

სულ ნახვები : 217
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

უმრავლესობის ლიდერი ირაკლი ზარქუა იმ ევროპარლამენტარებს მიმართავს, რომლებმაც განაცხადეს, რომ დავით კეზერაშვილი პოლიტიკურად დევნილია.

ზარქუა მათ სამარცხვინოებს უწოდებს და ელოდება, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ კეზერაშვილი ევროპელ პენსიონერებს ძარცვავდა.

„ხედავთ, რა სამარცხვინოები გახდით. ქართული ჯარისა და ევროპელი პენსიონერების მძარცველი კეზერაშვილი შეუძლებელია, დემოკრატიისა და ქართველი ერის მხარდამჭერი იყოს. შეუძლებელია, რეჟიმის შემოქმედი ადეიშვილი, მერაბიშვილი და სააკაშვილი ამ ქვეყნის ხვალინდელი დღე იყვნენ. მათ რაც არ უნდა ფული დახარჯონ ამ ფასიან ლობისტებში, ევროპაში იქნება თუ ოკეანის მიღმა, ქართველ ხალხს ვერ მოატყუებთ. მაინტერესებს, 570 ევროპარლამენტარი, რომლებიც შეცდომაში შეიყვანეს, რეზოლუციას უკან წაიღებენ თუ რეზოლუციას შეცვლიან. ახლა ხომ მიხვდნენ, რა სამარცხვინო აქტზე მოაწერინეს ხელი. კეზერაშვილი ქართველებს პოლიტდევნილად გამოგვიცხადეთ. თქვენს ამომრჩევლებს, მათ შორის იმ პენსიონერებს, რომლებსაც კეზერაშვილი ძარცვავს, ახლა თვალებში ჩახედეთ და აუხსენით, მაინც პოლიტდევნილი და მედიადევნილია კეზერაშვილიო. ალბათ არ გაგიჭირდებათ, კუბილიუსსა და ფოტიგას არ გაუჭირდებათ“, - განაცხადა ზარქუამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა