რუსეთის პროკურატურა ალა პუგაჩოვათი და მისი ოჯახის წევრებით დაინტერესდა

სულ ნახვები : 226
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რუსეთის გენერალური პროკურატურა, რუსული სცენის პრიმადონად წოდებული 74 წლის მომღერლის, ალა პუგაჩოვათი და მისი ოჯახის წევრების ფინანსებით დაინტერესდა.

რუსული მხარის განმარტებით არსებობს დიდი ეჭვი, რომ მომღერალი, მისი შვილი და შვილიშვილი უკრაინულ სამხედროებს აფინანსებდნენ, რაც შემოწმებას საჭიროებს.

იმ შემთხვევაში, თუ პუგაჩოვას და მის ოჯახს აღნიშნული დაუდასტურდებათ, ისინი რუსეთის ტერიტორიაზე არსებული ქონების ჩამორთმევის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდებიან.

ცნობისთვის, უკრაინელი სამხედროების დაფინანსების გამო, დღის წესრიგში დგას, უკრაინელი მომღერლის, სოფია როტარუს ქონების ჩამორთმევის საკითხი, რომელიც მას მოსკოვსა და დროებით ოკუპირებულ ყირიმში გააჩნია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა