„ეს არის სერიოზული ბრალდებები, სერიოზული რეპუტაციის მქონე მედიისგან“ - გიგა ბოკერია დავით კეზერაშვილის შესახებ

სულ ნახვები : 202
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„საფრთხე პოლიტიკური სისტემისთვის და ივანიშვილთან ბრძოლაში“ - ასეთია პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერის გიგა ბოკერიას შეფასება დავით კეზერაშვილის ფიგურასთან მიმართებაში.

მისი თქმით, ის ბრალდებები, რომელიც მის მიმართ გაჟღერდა, დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან, საინტერესო გაგრძელების მქონე იქნება.

„ეს არის სერიოზული ბრალდებები, სერიოზული რეპუტაციის მქონე მედიისგან, იმ სამყაროში სადაც ეს ხდება ზოგადად ივანიშვილის რეჟიმისგან განსხვავებით არსებობს კანონის უზენაესობა, დამოუკიდებელი სამართლებრივი ინსტიტუტები, დამოუკიდებელი სასამართლო, შესაბამისადვე როგორც ბრალმდებელ შეუძლია ეს შეამოწმოს, ასევე ნებისმიერს ვისაც ცილი დასწამეს შეუძლია, რომ ეს საკითხი სასამართლოში წაიღოს და გაარკვიოს ეს საკითხი, რომელსაც ჩვენ ვიხილავთ.

ჩემი პირადად და ევროპული საქართველოს დაპირისპირება ბატონ კეზერაშვილთან ამ სერიოზული ამბის მიუხედავადაც კი არსებობს. მე ვთვლი რომ ნებისმიერი მედია დონორის და ზოგადად დონორის დიდი გავლენა და ამ ტიპის გავლენა კარნახით და რჩევებით პოლიტიკურ პროცესზე და სისტემაზე, არის საფრთხე ჩვენი პოლიტიკური სისტემისთვის და საფრთხეა ივანიშვილთან დაპირისპირებისთვისაც“, - განაცხადა ბოკერიამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა