მიხეილ სააკაშვილს პოლონეთმა პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის სახელობის პრომეთეს ჯილდო გადასცა

სულ ნახვები : 149
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს პოლონეთმა პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის სახელობის პრომეთეს ჯილდო გადასცა. ჯილდო სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ მიიღო.

დაჯილდოების ცერემონია ვარშავაში გაიმართა - ღონისძიება სმოლენსკის ტრაგედიის 13 წლისთავს ეძღვნებოდა. ღონისძიებას გიული ალასანიასთან ერთად, ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე სააკაშვილის გარდა, ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრიც დააჯილდოვეს. ჯილდო დიპლომატიურ და ეკონომიკურ დარგებში შეტანილი წვლილისთვის გაიცემა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა