ევროკავშირის მგმობი მეუფე სტეფანე ევროკავშირში მკურნალობს - Cnews-ს წყარომ დეტალები გაუმხილა

სულ ნახვები : 2,049
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტის მეუფე სტეფანეს (კალაიჯიშვილი) ევროპის ერთ-ერთ კლინიკაში სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ ინფორმაცია მედიაში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.

თუმცა ახლა, როგორც Cnews-ს ექსკლუზიურად ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი - მეუფე სტეფანე ავსტრიაშია გადაყვანილი. მას თან 5 სასულიერო პირი ახლავს.

მეუფე, რომელიც ევროკავშირის კრიტიკითა და გმობითაა ცნობილი, სწორედ ევროპულ საავადმყოფოში სამედიცინო გამოკვლევებსა და მკურნალობის კურსს გადის.

შეგახსენებთ, 2022 წლის იანვარში მიტროპოლიტს თორმეტგოჯა ნაწლავი გაუსკდა და კელიაში უგონო მდგომარეობაში იპოვეს.

ცნობისათვის, მეუფე სტეფანეს მტკიცებით, კანდიდატის სტატუსის მისაღებად რეკომენდაციები "ანტიქრისტიანული დიქტატურაა". ამის შესახებ ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მიტროპოლიტმა სტეფანემ 13 ივნისს იქადაგა.

’’ის სული, რომელიც სიცრუეში ამყოფე, უფლის წინაშე წარდგება და იმას ვერაფერს ვერ მოატყუებ და ვერ ეტყვი, რომ შენ ახლა ევროკავშირში შეგიყვან და ესა და ეს შეასრულე და მაშინ კარგად იქნები. უფალს მაგას ვერ ეტყვი. უფალი გეტყვის, რაის ევროკავშირი მოდი ერთი აქ და რას ლაპარაკობდი, ამას, ამას, ამას ვის ატყუებდი, ის ხალხი გარშეემო რომ იყო რას უკეთებდი’’, - უქადაგა მაშინ მან მრევლს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა