„ნომადაო“ ხარისხიანი დასვენების და ახალი ბიზნესის წამოწყების შესაძლებლობა

სულ ნახვები : 1,456
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სიახლე ტურისტულ ინდუსტრიაში და შანსი ახალი ბიზნესის წამოსაწყებად. რას გვთავაზობს „ნომადაო“ და რა არის ის, რის შესახებაც ამ დრომდე შესაძლებელია ფიქრობდით, თუმცა ხელშესახები ჯერ კიდევ არ იყო.

ინოვაციების შესახებ ტურისტულ ინდუსტრიაში, კომპანია „ნომადაოს“ იდეის ავტორთან, თამაზ ნაცვლიშვილთან ინტერვიუდან შეიტყობთ.

_ როდის გაჩნდა იდეა და რა დრო დასჭირდა მის განხორციელებას?

_ რეალურად ეს იდეა, რომელიც დღეს უკვე განხორციელებული გვიჭირავს ხელში, არის რამდენიმე იდეის ნაზავი და ამ ყველაფრის დროსთან და ჩვენს პოტენციურ მომხმარებელთან ერთად დახვეწის რაღაც შერწყმა. რამდენიმე ელემენტი, რომ ავიღოთ ეს იყო პირველ რიგში ახალი ტექნოლოგიები და ამის გარშემო ვტრიალებდით, მეორე იდეა ეს იყო, სასტუმროების ხელში არსებული რესურსის, რასაც თვითონ ეს სასტუმრო ვერ ითვისებს ამისი მონეტიზაცია.

მაგალითად, რომ  წარმოუდგინოთ თბილისში სასტუმრო „რედისონ ბლუ“ მის ფეიუსბუქ გვერდზე ვინც ცხოვრობს და მისი გვერდის გამომწერია, თუმცა არასოდეს იქ არ დარჩება. „რედისონს“ ჰყავს თავის სივრცეში ხალხი, რომელიც მისი პირდაპირი მომხმარებელი არ არის, თუმცა ბრენდს პატივს სცემს და მიჰყვება მას. შესაბამისად „რედისონს“და სხვა მსგავსი ტიპის სასტუმროებს აქვთ საშუალება, რომ ეს რესურსი აითვისონ იმით, რომ სხვა სასტუმროებშიო დააბინაონ ეს ადამიანები, ეს იყო მეორე იდეა. ამას ემატებოდა თვითონ ტენდენციები და ტრენდები, რაც არის ციფრულ ბაზარზე ჯავშნებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით, ადმინისტრაციული სერვისების დეცენტრალიზაციით და ძალიან ბევრი სერვისია. ტექნოლოგიური ინოვაციები რაც იყო და რაც იყო ბაზრის მოთხოვნები, ყველაფერი ეს ავიღეთ და გავაერთიანეთ ეს ყველაფერი ჩვენს რესურსებთან და შესაძლებლობებთან. ეს ყველაფერი ექვსი თვის განმავლობაში დაღვინდა და უკვე ერთ წელზე მეტია რაც ამ მხრივ ვმუშაობთ, რეალურად ალბათ იდეა წარმოიშვა ძალიან დიდი ხნის წინ, თუმცა ერთი წელია რაც მან სრულყოფილი სახე მიიღო.

_ როგორ მიიღო ეს სიახლე მომხმარებელმა?

_ ჩვენი მომხმარებელი ალბათ ორ ნაწილად უნდა გავყოთ, ეს უნდა იყოს თვითონ ბიზნესი და ვინც ჩვენთან პარტნიორობას უყურებს როგორც ბიზნესს და თვითონ კომერციული მომხმარებელი, ტურისტი, ამ ორ ნაწილად უნდა გავყოთ. ტურისტებს რაც შეეხება ეს არის ყველაზე საინტერესო პლატფორმა, რადგანაც აქ დაჯავშნა ხდება სამ განზომილებაში, სურათების მაგივრად, აქ ასევ შესაძლებელია ჯავშნის გაყიდვა და შენ შეგიძლია დღეს იაფად შეიძინო და ხვალ უფრო ძვირად გაყიდო, ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ შეგიძლია პირდაპირი წვდომა გქონდეს სასტუმროსთან ყოველგვარი შუამავლის, სააგენტოს გარეშე, შესაბამისად სასტუმრო რა ფასსაც გამოაცხადებს, იმ ფასს იხდი შენ ჩვენი ფიქსირებული მინიმალური 3-4 დოლარიანი დარიცხვით. სხვა პლატფორმაზე მაგალითად 100 დოლარი თუ ღირს ღამე, შესაძლოა ეს კონკრეტული პერიოდი „booking.com“-ზე ნახოთ 200-300 დოლარად, ხოლო ჩვენს შემთხვევაში რაც გამოაცხადა სასტუმრომ 100 დოლარი, იმას დავამატებთ ფიქსირებულ მაგალითად ხუთ დოლარს და 105 დოლარად გაიყიდება, მიუხედავად იმისა, მომხმარებელი 1000-ის გადამხდელი იქნებოდა თუ 2000-ის, შესაბამისად მომხმარებელს ვაძლევთ იმის საშუალებას, რომ იაფად იყიდოს და ჩვენივე პლატფორმაზე მაქსიმალურად გაყიდოს მან.

ეს იმიტომ არის ინოვაცია, რომ ტურიზმზე და ტურისტული ტურების ორგანიზებაზე ვაძლევთ წვდომას პირდაპირ მომხმარებელს, დღევანდელ რეალობაში კი ეს შეუძლებელია. წარმოიდგინეთ ახლა, რომ პირობითად კახელი ბიჭი ადგეს და თავის მეღვინეობა ტურად გამოიტანოს ბაზარზე, ეს ძალიან დიდ ხარჯებთან ლიცენზიებთან და ბევრ სხვა რამესთან არის დაკავშირებული, აი ამ ყველაფერს ვამარტივებთ ჩვენ, რომ  წვდომა და შესაძლებლობა მივცეთ მომხმარებელს ინდუსტრიაში შემოსვლის.

ამის გარდა ტურისტებისთვის გვაქვს ყველაზე დაბალი ტარიფები, ხოლო ბიზნესებისთვის ეს იქნება ტურისტული სააგენტოები, თუ სასტუმროები გვაქვს სხვადასხვა ანალიტიკური ხელსაწყოები, რომლითაც ვეხმარებით ფასის დადგენაში, შემოსავლების ოპტიმიზაციაში და ასე შემდეგ შესაბამისი ბუღალტრული პროგრამებით, ანუ რაც სჭირდებათ სერვისისთვის და შესაბამისად არის ეკო სისტემა, როგორც ბიზნესები, ასევე რიგითი მომხმარებელი ერთიანდება ერთ სივრცეში და ცვლის რესურსებს შუამავლის გარეშე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.

დღეს რეალურად ონლაინ პრინციპით დაჯავშნა ისედაც ხდება, თუმცა პრობლემა ის არის, რომ 30-დან 40%-მდე ღირებულების  რასაც შენ გადაიხდი, რომ კონკრეტულ სასტუმროში წახვიდე მიაქვს იმ შუამავალს, ჩვენ კი გვინდა რომ შუამავლის წილხვედრი ამოვაგდოთ და გადავანაწილოთ სასტუმროზე, როგორც დამატებითი მოგება და ნაწილი მომხმარებელზე, როგორც დანაზოგი.

_ ძალიან მნიშვნელოვანია სამომავლო გეგმები და ალბათ, მკითხველს დააინტერესებს, რამდენად იქნება თანამშრომლობა, მცირე ტიპის სასტუმროებთან?

_ ეს პროექტი, რომელიც ჩვენ დავიწყეთ, რეალურად საფუძველს უცვლის ტურისტულ ინდუსტრიას. ჩვენი ამბიცია ძალიან დიდი არის, შესაბამისად განვითარების და უფრო მეტად გაახლების პროცესი არ არის ერთ და ორ წლიანი, შესაბამისად სულ გვექნება სიახლეები და ახალი სიტყვა სათქმელი. დღევანდელ რეალობაში ძალიან დიდ მომავალზეც, რომ არ ვისაუბროთ, თუ რას უნდა ველოდეთ უახლოეს მომავალში, თვეებსა თუ წლებში გეტყვით, რომ ჩვენ გვექნება მალე დებიუტი ბიზნესებს შორის საკომუნიკაციო პანელის, დებიუტი გვექნება უკვე არსებული  3D მოდელების, უახლოეს მომავალში ჩაეშვება ჩვენი ხელოვნური ინტელექტის ანალიტიკის ნაწილი, რომელიც რეალურად არის  მიღებული ინფორმაციის დამუშავების და შესაბამისი რეკომენდაციის გაცემის პროგრამა. ალბათ წლის ბოლომდე დაგვემატება სავარაუდოდ რამდენიმე ათასი სასტუმრო, მოგეხსენებათ „სამსუნგთან“ ვართ პარტნიორობაში და სწორედ ამ პერიოდში ვაპირებთ შესაბამისი ტერმინალების დარიგებას და წლის ბოლოს გვექნება დიდი ანონსი, როგორც ჩვენი გაშვების ფაზის დასასრული და „ნომადაოს“ საწყისი ეტაპი ამით დასრულდება და იქნება დასრულებული სახის, მაგრამ არა ბოლო ვერსია.

_ ყველაფერი ამის გათვალისწინებით მომხმარებელი ძალიან ბევრ საინტერესო და რაც მთავარია მათთვის სასარგებლო სიახლეს უნდა ელოდოს ხომ?

_ ჩვენი ამბიცია, რასაც ჩვენ ჩავეჭიდეთ, შეუძლებელია, რომ ერთ და ორ წელიწადში დასრულდეს. რეალურად ამისთვის საჭიროა თითოეული ჩვენგანის ჩართულობა, თითოეული სააგენტოს და სასტუმროს ჩართულობა და ამისთვის კი საჭიროა, რომ ხმა მივაწვდინოთ  მათ, შემდეგ კი უკვე გადავიყვანოთ იმ ფაზაში, რომ თანამშრომლობა დავიწყოთ და უფრო სამომავლო პერსპექტივაში სხვებთან თანამშრომლობაზე თქვან უარი, ვინაიდან გვაქვს ისეთი პროდუქტი, რომ გარდაუვალია სხვა ყველაზე უარი თქვას სასტუმრომ და მხოლოდ ჩვენი პლატფორმა გამოიყენოს.

სამი ფაზა იქნება, რომელიც შესაძლებელია ხუთ ან ათ წელზე გაიწელოს, თუმცა ჩვენ ამ ყველაფერს პოზიტიურად ვუდგებით და მიგვაჩნია, რომ ხუთი წელი დასჭირდება, თუმცა ბოლო პერიოდებმა გვაჩვენა, რომ არის ისეთი სიახლეები, რომლებიც ჯერ-ჯერობით არ არის მარტივად ათვისებადი საზოგადოებაში, ვიდრე სხვა. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ყველაზე იაფები ვართ, გამომდინარე იქედან, რომ ხდება ყველაფრის დათვალიერება და დამატებითი სერვისების მიღება შეგიძლია ჩვენთან, ასევე არის შესაძლებლობა ფასდაკლებების და ქეშბექების მიღების, იმედი გვაქვს და ვფიქრობთ, რომ გარდაუვალია „ნომადაო“ გახდეს ლიდერი მსოფლიო ტურიზმში.

გიგა გელხვიიძე, Cnews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ინტერვიუ ► Მეტის ნახვა