რა ცვლილებები შევიდა სასკოლო ექსკურსიების გამართვაში?

სულ ნახვები : 562
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სასკოლო ექსკურსიების გამართვის  შეზღუდვები გაუქმდა,- აცხადებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

შარშან დაწესებული შეზღუდვის გათვალისწინებით, სკოლებს საექსკურსიო მარშუტის მანძილის 150 კმ-ზე მეტის დაგეგმვა ეკრძალებოდათ. მანძილის შეზღუდვას, სამინისტრო მოსწავლეთა უსაფრთხოების მიზნით ხსნიდა. 

წელს აღნიშნული შეზღუდვები გაუქმდა. ძალაში რჩება შემდეგი რეკომენდაციები:

ექსკურსიის ორგანიზატორი პასუხისმგებელია მგზავრობის პროცესში, ექსკურსიის ლოკაციაზე მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე.

ვალდებულია წარუდგინოს სკოლის დირექტორს ტრანსპორტის გამართულობის შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტი, მძღოლის პირადობის დამდასტურებელი დოკუმენტი და შესაბამისი კატეგორიის ავტომანქანის მართვის უფლების დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

მიაწოდოს ინფორმაცია ექსკურსიის თარიღის და ლოკაციის შესახებ, დაგეგმილი აქტივობები,მონაწილე პირებისა და პასუხისმგებელი პირების სია.

სკოლის დირექტორი ვალდებულია განიხილოს წარდგენილი დოკუმენტაცია და მიიღოს გადაწყვეტილება-მისცეს ან არ მისცეს უფლება ექსკურსიის ორგანიზატორებს დაგეგმილი ღონისძიების განხორციელების უფლება.

ექსკურსიის ორგანიზატორები ვალდებულნი არიან რომ მათ პასუხისმგობლობაში მყოფი არასწლოვანი მოსწავლეები არ აღმოჩნდნენ წყალსაცავების, მდინარეებისა და მეწყერსაშიშ ტერიტორიებზე.

ექსკურსიის ხელმძღვანელს სრულად უნდა ჰქონდეს მშობელთა მონაცემები, მათ შორის ინფორმაცია ექსკურსიაში მონაწილე შშმ პირი მოსწავლეების შესახებ. ასევე, იმ მშობლების წერილობითი თანხმობა, რომლებიც შვილებს ვერ გაყვებიან დაგეგმილ ღონსიებაზე.

ექსკურსიის ხელმძღვანელის მხრიდან მშობლები გაფრთხილებულები უნდა იყვნენ საკვები პროდუქტების სანიტარული პირობების დაცვის შესახებ. სავადებულოა იმ სატრანსპორტო საშუალებაში, რომლითაც მოსწავლეები ისარგებლებენ, იდოს  პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ჩანთა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

განათლება ► მეცნიერება ► Მეტის ნახვა