ევროვიზია 2023-ის გამარჯვებული შვედეთი გახდა

სულ ნახვები : 514
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დიდ ბრიტანეთში მიმდინარე ფინალურ კონცერტზე ევროვიზია 2023-ის გამარჯვებული გამოვლინდა. გამარჯვებული ქვეყანა შვედეთი გახდა – Loreen სიმღერით Tattoo, რომელმაც ჯამში 583 ქულა მიიღო. შესაბამისად, მომავალი ევროვიზიის მასპინძელიც ეს ქვეყანა იქნება.

აღსანიშნავია, რომ Loreen ევროვიზიის კონკურსის გამარჯვებული მეორედ გახდა. მან პირველი გამარჯვება ევროვიზიაზე 2012 წელს მოიპოვა.

საქართველოდან ჟიურის ყველაზე მაღალი შეფასება – 12 ქულა ბელგიას ერგო, რომელიც მეშვიდე ადგილზე გავიდა.

საქართველოს წარმომადგენელი ირუ კონკურსს ნახევარფინალიდან გამოეთიშა. მომღერალი კონკურსის მეორე ნახევარფინალში მაყურებლის წინაშე სიმღერით Echo წარდგა.

ევროვიზიის კონცერტების პირდაპირი ტრანსლაცია მაყურებელს საქართველოს პირველმა არხმა შესთავაზა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კულტურა ► შოუბიზნესი ► Მეტის ნახვა