საქართველოს სანქციების საკითხებში ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენელი ეწვევა - პაატა დავითაია

სულ ნახვები : 349
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

უახლოეს ხანებში  საქართველოს ეწვევა ევროკავშირის ოფიციალური  წარმომადგენელი, რომელიც მუშაობს   სანქცირების საკითხებთან  დაკავშირებით, -  ამის შესახებ  Cnews-ს  „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ  განუცხადა.

მისი თქმით, რუსეთის მიერ საქართველოსთან ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება დაკავშირებულია   საქართველოს ევროინტეგრაციის მისწრაფების შესაფერხებლად. 

„პუტინის მიერ ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება,  რეალურად,  არის ჩვენი ქვეყნის ევროკავშირისაკენ სვლის შეფერხების მიზნით მიღებული. 

რუსული ავიაკომპანიები ყველა სანქცირებულია და რომელიც ჯერ კიდევ არ არის დასანქცირებული, მასაც დაასანქცირებენ, არაა პრობლემა. ამ ავიაკომპანიებთან თანამშრომლოპბა საქართველოსაც უქმნის სანქცირების რისკს. 

 გეტყვით ექსკლუზიურ ინფორმაციას, ცოტა ხნის წინ ვესაუბრე ევროკავშირის წარმომადგენელს და მან მითხრა, რომ უახლოეს ხანებში  საქართველოს ეწვევა ევროკავშირის ოფიციალური  წარმომადგენელი,  რომელიც მუშაობს   სანქცირებთან დაკავშირებულ საკითხებზე.  მისი აქ ჩამოსვლა ფაქტობრივად ნიშნავს,   რომ ამ საკითხზე იქნება მსჯელობა“, - განუცხადა Cnews-ს  პაატა დავითაიამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა