სანქციების მიუხედავად, რუსეთში შეტანილია ავიანაწილები, სქემის ორგანიზატორი ოლეგ ფაცულია დაკავებულია - The New York Times





...
სანქციათა მიუხედავად, რუსეთში შეტანილ იქნა ათობით მილიონი დოლარის ღირებულების, დასავლეთის წარმოების ნაწილები თვითმფრინავებისთვის - ამის შესახებ რუსეთის საბაჟოს მონაცემებზე დაყრდნობით The New York Times-ი იუწყება.
ამ მონაცემების თანახმად, თვითმფრინავების ნაწილები გაეგზავნათ რუსეთის იმ ავიაკომპანიებს, რომლებიც საქნციების ქვეშ არიან, მათ შორის "აეროფლოტს", "რასიას", "პაბედას", "ურალს", UTair-ს და S7 Airlines-ს.
ამერიკული გამოცემის ცნობით, მიწოდება ხორციელდებოდა ყალბი შუამავალი მყიდველების მეშვეობით - პროდუქციის დიდი ნაწილი იგზავნებოდა ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა არაბთა გაერთიანებული საამიროები, თურქეთი, ჩინეთი და მალდივის კუნძულები.
ერთ-ერთი ამგვარი სქემის ორგანიზატორები იყვნენ აშშ-ში, კერძოდ, მაიამთან ახლოს მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები ოლეგ ფაცულია (წარმოშობით ქართველი-რედ) და მისი ბიზნესპარტნიორი.
NYT-ი წერს, რომ ეს პირები გასულ კვირაში დააკავეს აშშ-ის საექსპორტო კონტროლის დარღვევისა და ფულის საერთაშორისო გათეთრების ბრალდებებით.
გამოძიების თანახმად, მათ 2022 წლის მაისში დაიწყეს სქემის შემუშავება, რომლითაც აშშ-ში წარმოებული სათადარიგო ნაწილები საექსპორტო შეზღუდვების გვერდის ავლით უნდა გაგზავნილიყო რუსეთში. იუწყებიან, რომ მიწოდება ხორციელდებოდა ფლორიდაში, თურქეთსა და რუსეთში დაფუძნებული კომპანიების ქსელის მეშვეობით.