სკანდალი - 56-ე საჯარო საბავშვო ბაღის გამგემ აღსაზრდელის აკადემიური დასწრება გააყალბა!

სულ ნახვები : 1,321
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თბილისის ბაღების სააგენტოში შევიდა განცხადება, რომ თბილისის 56-ე საჯარო ბაღის გამგეს, ქ-ნ მზია ჯიბლაძეს ჰ ქონდა სამსახურეობრივი უფლება-მოვალეობის საკითხში გადაცდომა, კერძოდ - გააყალბა აღსაზრდელის აკადემიური დასწრება. 8 თვის განმავლობაში, აღსაზრდელი, რომელიც  ირიცხებოდათბილისის  56-ე ბაგა-ბაღში, ფაქტიურად  დადიოდა კერძო ბაღში „ნინია“ (ზვარეთის ქ.6 ა)

თბილისის ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები ვერ/არ  დაინახა და ვერც რაიმე დანაშაული 56-ე საბავშვო ბაღის გამგის მხრიდან ჩადენილი.

ვერ/არ დაინტერესდა  სათანადოდ თბილისის ფინანსური პოლიციაც, რომელსაც წარედგინა აღსაზრდელის გაყალბებული აკადემიური დასწრება, პატრულის ოქმები, სადაც ბავშვი კერძო ბაღშია „ნინია“  დაფიქსირებული, ოფიციალური წერილები კერძო ბაღის მისამართით გაგზავნილი მცირეწლოვანის მშობელი მამის მხრიდან.

უფრო მეტიც, საქალაქო სასამართლოში (მოსამართლე გიორგი მაისურაძე) კერძო ბაღის „ნინია“ აღმზრდელი მოწმის სტატუსით მოიყვანა დედამ!(ანუ ცრუ მოწმე ) დღეს , 56-ე ბაღის გამგე და მშობელი დედა „ამტკიცებენ“ რომ ბავშვს,  კერძო ბაღში საერთოდ არ უვლია და წელიწადნახევარი  მხოლოდ თბილისის 56-ე საჯარო  საბავშვო ბაღში დადიოდა. სად და ვის ჯიბეში მიდიოდა 8 თვის განმავლობაში თბილისის მერიის მიერ აღსაზრდელისთვის  გამოყოფილი  ვაუჩერი (80 ლარი) ყოველთვიურად?

ვინ და რატომ აფარებს ხელს თბილისის ბაღების სააგენტოში გამგე  მზია ჯიბლაძეს და მის თანამზრახველ, ახლა უკვე მისსავე  თანამშრომელს, თამარ ახალშენიშვილს, რომელიც აღსაზრდელის დედაა?

ამ თემაზე „ქრონიკა+“ ვრცელ სტატიას ამზადებს და გაზეთის შემდეგ ნომერში შემოგთავაზებთ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა
საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა