არასერიოზული განცხადებაა - შალვა ხაჭაპურიძე გიორგი ვაშაძეს ეხმიანება

სულ ნახვები : 7,397
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

არასერიოზული განცხადებაა, ასე აპირებს ვაშაძე ხელისუფლების  დამარცხებას?  - ამის შესახებ Cnews-ს ადვოკატმა  შალვა ხაჭაპურიძემ  „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის მიერ პარლამენტში  ქოლცენტრების საკითხზე გაკეთებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა. 

ხაჭაპ[ურიძის თქმით, გიორგი ვაშაძის მიერ ქოლცენტრებთან შემხებლობაში  დასახელებული პირი, ჩაჩიკო   გასოევი, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირია, რომელიც ერთ-ერთ საქმეში ფულის გათეთრების საქმეში  გამართლდა.  

„ქოლცენტრებთან კავშირში ასახელებს ჩაჩი გასოევს, რომელიც 2 წელია პატიმრობაშია.  ეს უკავშირდება „ფორექსს“. რაც შეეხება მეორე საქმეს - ფულის გათეთრებაზე ჩაჩი გამართლდა და ახლა საქმეზე სააპელაციო სასამართლოში ვდავობთ. 

„ფორექსს“ რა კავშირი აქვს ქოლცენტრთან? პოლიტიკოსისგან ასეთი არასერიოზული განცხადება გაუგებარია.  ასე უნდა მაგას ხელისუფლება დაამარცხოს?“, - განუცხადა  Cnews-ს ხაჭაპურიძემ   

ცნობისთვის, ჩაჩი გასოევი ქართული ოცნების დეპუტატის, ისკო დასენის შვილების ბიზნეს პარტნიორი და  თავად დეპუტატის ნათესავია. . 

დღეს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ქოლცენტერვბის საქმესთან კავშირში ისკო დასენის ოჯახი და მისი ბიზნესპარტნიორები დაასახელა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა