მადლობა საქართველოს პატრიარქს ამ დღის დაწესებისთვის - დიმიტრი ხუნდაძე მოსახლეობას 17 მაისს ულოცავს

სულ ნახვები : 497
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში, საქართველოს პატრიარქის მიერ დაწესებულ ოჯახის სიწმინდის დღეს ეხმიანება.

ხუნდაძე საკუთარ წერილში ხაზს უსვამს იმას, რომ წარსული და ტრადიციები შენარჩუნებული უნდა იყოს.

„გილოცავთ ოჯახის სიწმინდის დღეს!

ოჯახი სახელმწიფოს საძირკველია, რომელიც ინახავს ყველა იმ ღირებულებას, რაც სჭირდება ქვეყანას აწმყოშიც და მომავალშიც. იქ, სადაც ოჯახი არ ფასობს, იმ ქვეყანას ფასი არა აქვს.

ოჯახისადმი პატივისცემა, მამობა, დედობა და შვილებისადმი დამოკიდებულება - ჩვენი უძველესი ტრადიციებია და ამას მოფრთხილება სჭირდება. თუკი არ შევინარჩუნებთ წარსულს, არ გვექნება მომავალი. თუკი შევეცდებით ზღვარი წავშალოთ ქალსა და კაცს შორის, მივიღებთ უღმერთო და უზნეო ქვეყანას, რომელიც არც ქართველისთვის და არც უცხოელისთვის იქნება ფასეული. ასეთი სახელმწიფო არსებობას შეწყვეტს.

მადლობა საქართველოს პატრიარქს ამ დღის დაწესებისთვის. ოჯახისადმი პატივისცემა მხოლოდ დღევანდელი დღის აღნიშვნით არ გამოიხატება. ეს ჩვენი ცხოვრების სტანდარტი უნდა იყოს. მაგრამ, ეს დღე პოპულარიზაციას უწევს ისეთ უმთავრეს ღირებულებას, რაზედაც დგას ჩვენი ქვეყანა - ღმერთი, ოჯახი, სამშობლო!

ეს არის ჩვენი მრწამსი და თუ გვინდა გვქონდეს პროგრესული სახელმწიფო, უნდა შევინარჩუნოთ ძველი და განვავითაროთ ახალი.

გილოცავთ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ოჯახის სიწმინდე და ღირებულებები“, - წერს ხუნდაძე.

ცნობისთვის, დღეს მსოფლიო მასშტაბით ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რაც შეეხება ოჯახის სიწმინდის დღეს, აღნიშნული საქართველოს პატრიარქის გადაწყვეტილებით იქნა დაწესებული იმიტომ, რომ ქვეყანაში ვერ მომხდარიყო ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღის, იმ ფორმით აღნიშვნა, როგორც ეს სხვა ქვეყნებში ხდება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები