Angels Fallen: Warriors of Peace-ში ქართული ლოკაციები ჩანს

სულ ნახვები : 397
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ყველასთვის ცნობილ ფილმ Angels Fallen: Warriors of Peace-ის ახალ ტრეილერში საქართველოს არაერთი ლოკაცია, მათ შორის ქართლის დედა, უფლისციხე, საქართველოს ისტორიის კომპლექსი (თბილისური სტოუნჰენჯი) მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის შიდა ინტერიერი ჩანს.

კინოსაიტ IMDB-ზე ფილმს წარმოების ქვეყნად აშშ აქვს მითითებული. პროექტს შვედი რეჟისორი ალი ზამანი ხელმძღვანელობს.

ფილმში მონაწილეობენ 90-იანების ვარსკვლავი და Playboy-ს ყოფილი მოდელი დენის რიჩარდსი და ოსკაროსანი მსახიობი კუბა გუდინგ ჯუნიორი.

მისტიკური მძაფრსიუჟეტიანი სურათი 2020 წლის Angels Fallen-ის გაგრძელებაა. Angels Fallen: Warriors of Peace-ის გამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კულტურა ► შოუბიზნესი ► Მეტის ნახვა