დაიფიცეთ შვილები, რომ ნიშნიანიძის მხარდაჭერა მე გითხარით - ნატო ჩხეიძის მიმართვა ლევან ბეჟაშვილს

სულ ნახვები : 1,968
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

"დაიფიცეთ შვილები, რომ ნიშნიანიძის მხარდაჭერა მე გითხარით", - ასე მიმართა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ნატო ჩხეიძემ ენმ-ის წევრს, ლევან ბეჟაშვილს "მთავარი არხის" ეთერში და პარლამენტში მომხდარ კენჭისყრას გამოეხმაურა, რა დროსაც ის ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც "ოცნების" მიერ წარდგენილ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კანდიდატებს მხარი დაუჭირა.

"საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ბატონ ბეჟაშვილს სურდა, გასვრილები გავსულიყავით ჩვენ აქედან. ამ ძალიან მძიმე სიტუაციაში ჩვენ ბეჟაშვილმა ჩაგვაყენა", - განაცხადა ნატო ჩხეიძემ ბეჟაშვილის პასუხის მოსმენის შემდეგ და მას "შვილების ტყუილზე დაფიცებაში" დასდო ბრალი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა