ნინო ლომჯარია - შეხედეთ ვის უხარია ფრენები და მიხვდებით, ვის სჭირდებოდა მისი აღდგენა

სულ ნახვები : 575
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„შეხედეთ ვის უხარია ფრენები და მიხვდებით, ვის სჭირდებოდა მისი აღდგენა. ხელისუფლებაში ყოფნიდან მე -13 წელს, „ოცნება“ წარმატებად გვასღებს ომის საერთაშორისო დანაშაულში ძებნილ, დასანქცირებულ, იზოლირებულ, ყველასგან მოძულებულ პუტინის ხელისუფლებასთან „შეთანხმების მიღწევას“, რომ მათმა ჯართმა თვითმფრინავებმა ფსბ-ს აგენტებითურთ საქართველოში იფრინონ.

ამას გვთავაზობენ ევროპასთან ინტეგრაციის სანაცვლოდ. „ოცნებავ“, ესაც არაა თქვენი დამსახურება  ოღონდ, დასჭირდა კრემლს საქართველო და გიყენებენ“, - წერს ფეისბუქ-პოსტში ნინო ლომჯარია.

ცნობისთვის, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუსული ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავი დაჯდა, რომელმაც 2019 წლის შემდეგ საქართველოში პირველი პირდაპირი ავიარეისი შეასრულა. მოსკოვი-თბილისის რეისი ავიაკომპანია „აზიმუტმა” განახორციელა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები