საქართველოს მთავრობა აგრძელებს ძალისხმევას- დედათა , ბავშვთა და ახალშობილთა ჯანმრთელობის სერვისების გაძლიერებისაკენ - თამარ გაბუნია

სულ ნახვები : 228
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი და მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, შვეიცარიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან, სადაც ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის რიგით 76-ე სესიაში იღებენ მონაწილეობას.  

თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აგრძელებს ძალისხმევას დედათა, ბავშვთა  და ახალშობილთა ჯანმრთელობის სერვისების, მათ შორის ანტენატალური , პერინატალური და მშობიარობის შემდგომი მზრუნველობის გაძლიერებისაკენ.

მინისტრის პირველმა მოადგილემ დელეგატებს გააცნო ქალთა, ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის ხელშეწყობის გლობალური სტრატეგიის იმპლემენტაციის შედეგები.

„ანტენატალური სერვისების პაკეტი, რომელსაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ფარავს, მუდმივად ფართოვდება არსებული მტკიცებულებებისა და საუკეტესო პრაქტიკის გათვალისწინებით. დაინერგა მომსახურების მიწოდების ახალი მეთოდები, მათ შორის ტელემედიცინა, რათა უზრუნველყოფილ იქნას რეგულარული ანტენატალური მეთვალყურეობა , ასევე მუდმივი კომუნიკაცია ოჯახებსა და ჯანდაცვის პროვაიდერებს შორის“- განაცხადა თამარ გაბუნიამ 

საქართველო გადადგამს ყველა საჭირო ნაბიჯს , რათა დააჩქაროს პროგრესი სტრატეგიული მიზნების მისაღწევად, გაიზარდოს  თითოეული ქალის , ბავშვისა და მოზარდის ჯანმრთელობა- აღნიშნა თამარ გაბუნიამ ჟენევაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა
მედიცინა ► Მეტის ნახვა