ხადას ხეობაში ადგილობრივებმა გზა გადაკეტეს

სულ ნახვები : 330
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ხადას ხეობაში, სოფელ ზეკანში პროტესტია, ადგილობრივები რუსეთისკენ მიმავალი გზებისა და გვირაბების მშენებლობას აპროტესტებენ.

მათი თქმით,  გვირაბების მშენებლობის გამო დაენგრათ სახლები და ხელისუფლება უბრალოდ ყურადღებას არ აქცევთ, უფრო მეტიც იმის გამო, რომ პროტესტი ჩაეხშოთ, სამართალდამცავმა სტრუქტურებმა მათზე საქმეები აღძრეს. 

„შემოვიდა პოლიცია აგრესიით, არ შევდივართ დიალოგში. ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ შეწყდეს ის საქმეები, რომლებიც ამ ადამიანების მხრიდან მიმდინარეობს ჩვენს მიმართ. მოვითხოვთ შეწყდეს ეს პროცესები, გვინდა გვაგებინოთ სახელმწიფოს, რომ ჩვენ ვართ ადამიანები და არა ცხოველები“, - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

ცნობისთვის, ხადას ხეობაში აქციაზე მივიდნენ პარტია „გირჩის“ წარმომადგენლები, იაგო ხვიჩია და სანდრო რაქვიაშვილი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

რეგიონი ► Მეტის ნახვა