ახალი გზამკვლევი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს

სულ ნახვები : 431
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

განათლების ხარისხის განვითარების ერიოვნული ცენტრის ინიციატივითა და გაეროს ბავშვთა ფონდ UNICEF-ის  მხარდაჭერით, დაიბეჭდა „ადრეული აღზრდისა და განათლების ან, სკოლამდელი აღზრდის და განათლების ავტორიზაციის სტანდარტების გზამკვლევი.

“ ბაღების მხარდამჭერი აქტივობების ფარგლებში აღნიშნული სახელმძღვანელო საჩუქრად გაეგზავნა რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ ყველა საჯარო და კერძო ბაღს, ასევე ბაღების გაერთიანებებს - როგორც თბილისში, ასევე რგიონებში“,  - ავრცელებს ინფორმაციას განათლების  ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

გზამკვლევში აღწერილია სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტები, თითოეულ სტატნდარტში შემავალი კომპონენტი, ინდიკატორ, მათი მიღწევებისა და შესრულების გზები. თითოეული ინდიკატორის მიხედვით, მოცემულია თუ რა სავალდებულო მოთხოვნების შესრულება ს ავალდებულებს კანონმდებლობა დაწესებულებებს, და როგორია აღნიშნული მოთხოვნების, სხვა, ალტერნატიული გზები. 

განათლების ხარისხის განვითარების როვნული ცენტრი განაგრძობს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ხელშემწყობი პროექტების განხორციელებას- ტრენინგების, შეხვედრების, კონსულტაციების ფორმატში-ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

განათლება ► მეცნიერება ► Მეტის ნახვა