შავ ზღვაში რუსულ სადაზვერვო ხომალდზე იერიში მიიტანეს

სულ ნახვები :
392




...
დღეს, 24 მაისს, შავ ზღვაში მცურავ თანამედროვე, რუსულ სადაზვერვო ხომალდზე „ივან ხურს“, სამმა საზღვაო უპილოტო საფრენმა აპარატმა შეტევა განახორციელა.
ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ საინფორმაციო საშუალება „ნექსატა“-ს ტელეგრამ არხი ავრცელებს. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ჯერ-ჯერობით უცნობია რა ტიპის დაზიანება მიიღო ხომალდმა თავდასხმის შედეგად.