აშშ სომხეთში მცირე მოდულური ბირთვული რეაქტორების აშენებას გეგმავს

სულ ნახვები : 268
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ამერიკის შეერთებული შტატები განიხილავს მცირე მოდულური  ბირთვული რეაქტორების მშენებლობას სომხეთსა და სხვა ევრაზიულ ქვეყნებში, რუსეთისა და ჩინეთისგან ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გაძლიერების მიზნით. 

ამის შესახებ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა ქვეკომიტეტში გამართულ მოსმენაზე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპის, ევრაზიისა და ცენტრალური აზიის მხარდაჭერის პროგრამების კოორდინატორმა მარია ლონგიმ განაცხადა.

„რიგ ქვეყნებში, მათ შორის სომხეთში, ჩვენ ვაფასებთ ამერიკული ტექნოლოგიის გამოყენებით აშენებული მცირე მოდულური ბირთვული რეაქტორების განლაგების შესაძლებლობას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კიდევ უფრო დიდი ენერგეტიკული დამოუკიდებლობა როგორც რუსეთისგან, ასევე ჩინეთისგან“, - თქვა ლონგიმ.

ოფიციალური პირი ამ ეტაპისთვის სხვა დეტალებს არ აკონკრეტებს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები