მამა, ბიძა და ბიცოლა ქუთაისში არასრულწლოვანზე ფიზიკურად ძალადობენ

სულ ნახვები : 1,804
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მამა, ბიძა და ბიცოლა ქუთაისში, არასრულწლოვან გოგონაზე ფიზიკურად ძალადობენ, ინფორმაცია CNews-ს არასრულწლოვანის ემიგრაციაში მყოფმა დედამ, სოფო მამარდაშვილმა მიაწოდა.

მამარდაშვილის მიერ მოყოლილი ინფორმაციის მიხედვით, მამა, რომეო ტყეშელაშვილი და წარსულში ავტო ავარიის შედეგად ოთხი ჟურნალისტის მკვლელობისთვის ნასამართლევი ბიძა რევაზ ტყეშელაშვილი, თავის მეუღლესთან მაია გოგისვანიძესთან ერთად არასრულწლოვანზე წლებია ფიზიკურად ძალადობენ, თუმცა აღნიშნული ცნობილი მას შემდგომ გახდა, რაც მოზარდი ოჯახის წევრების მიერ განხორციელებული სატელეფონო ზარის შემდგომ, მიმდინარე წლის 18 მაისს სკოლიდან გავიდა და რამდენიმე დღის მანძილზე არ გამოჩენილა, სკოლაში დაბრუნებულს კი მას ძალადობის კვალი აღენიშნებოდა, რაზეც კლასელებმა ჰკითხეს და მოზარდა მათ ყველაფერი დეტალურად გაუმხილა.

ძალადობის მსხვერპლი გოგონა, ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლაში სწავლობს, დედის, სოფო მამარდაშვილის განცხადებით, კლასის ხელმძღვანელმა თამუნა მურუსიძემ მომხდარის შესახებ იცის, თუმცა იმის ნაცვლად, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლოს, არასრულწლოვანის კლასელებისგან მოითხოვს, თანაკლასელის მონაყოლი მათ ტყუილად გამოაცხადონ და გამომძიებელს არაფერი უთხრან, რადგანაც იცის, რომ ოჯახი სადაც გოგონა იზრდება პატიოსანი ადამიანებისგან შედგება და ისინი მსგავსს არაფერს ჩაიდენენ.

CNews დაუკავშირდა 32-ე საჯარო სკოლის პედაგოგს თამუნა მურუსიძეს, რომელმაც დაადასტურა, რომ ნამდვილად ჰქონდა საუბარი თავის მოსწავლესთან, თუმცა მისტვის არ უთქვამს, რომ მას არ ეთანამშრომლა გამოძიებასთან, როგორც მურუსიძე აცხადებს მან მხოლოდ ურჩია, მშობლის გარეშე საგამოძიებო უწყებაში არ მისულიყო.

„დიახ, შედგა ასეთი საუბარი და მე ვურჩიე მას, რომ მშობელთან ერთად მისულიო საგამოძიებო უწყებაში, სხვა რაიმე საუბარი ჩვენს შორის არ შემდგარა“, - განაცხადა მან.

მურუსიძემ ასევე ცვენთან საუბარში აღნიშნა, რომ საგამოძიებო უწყების თანამშრომლები მას არ დაკავშირებიან.

CNews-თვის ასევე ცნობილი ხდება ისიც, რომ სისტემატური ძალადობის და ფსიქოლოგიური ზეწოლის გამო, არასრულწლოვანს სუიციდის მცდელობაც ჰქონდა.

საქმეს ამ დროისთვის პოლიცია უკვე იძიებს და არასრულწლოვანი დაკითხვაზე იმყოფება.

აღნიშნულ თემაზე, უფრო ვრცელ ინფორმაციას გაზეთ „ქრონიკა+“ ის მომდევნო ნომრიდან შეიტყობთ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა