პირველი რეგიონული დასაქმების ფორუმი ახალციხეში ჩატარდება

სულ ნახვები : 266
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

30 მაისს, პირველი რეგიონული დასაქმების ფორუმი, ახალციხეში ჩატარდება. მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ერთიან სივრცეში გაეცნონ, როგორც ქსელური ბრენდების, ისე ადგილობრივი ბიზნესის აქტიურ ვაკანსიებს.

როგორც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება , ფორუმი, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ და სამცხე- ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება.

ღონისძიება, 30 მაისს, მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სკვერში -  13:00 საათიდან დაიწყება.

„დასაქმების ხეშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, 30 მაისს , ახალციხეში პირველ სერვის -ცენტრს გახსნის, რაც ადგილობრივებს შესაძლებლობას მისცემს მუდმივად გაეცნონ რეგიონში არსებლ აქტიურ ვაკანსიებს, სერვისებსა და პროგრამებს, რომელსაც სააგენტო სხვადსხვა მიმართულებით ახორციელებს. ღონისძიების ფარგლებში, დაგეგმილია, ადგილობრივ დამსაქმებლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან  და ადგილობრივ თვითმმართველობებთან საინფორმაციო შეხვედრა. მოწვეულ სტუმრებს სააგენტოს საქმიანობის შესახებ ინფორმაციას სააგენტოს დირექტორი - ნინო ველთაური მიაწვდის.

გაცნობებთ, რომ თბილისსა და რეგიონებში დასაქმების ფორუმები მუდმივად იმართება, აპრილში ღონისძიება ბათუმში ჩატარდა, ახალციხის შემდეგ კი, ფორუმს - კახეთი უმასპინძლებს- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ეკონომიკა ► ბიზნესი ► Მეტის ნახვა