რა მდგომარეობაა წყალტუბოს პოლიციასთან?

სულ ნახვები : 432
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

13 წლის არასრულწლოვანის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე დაკავებული, მოზარდის  მამის და ბიძის ახლობლები მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.

ოჯახის წევრები, მათ შორის 13 წლის გოგონას ძმაც, აცხადებენ, რომ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია და ეს ყველაფერი გამოგონილია.

„ხელისგულზე ატარებდნენ ბიძაჩემიც და მამაჩემიც, ცრუ ჩვენება დედის გამო მისცა. ორი წლის იყო ეგ ომ მიგვატოვა, ხოლო მე სამი წლის, გასულ ზაფხულს იყო ჩამოსული და გვითხრა, წაგიყვანთ ჩემთან იტალიაში, მაგრამ მამათქვენს რამე მიზეზი მოუფიქრეთ ძალადობა ან რამეო“, - აცხადებს დაზარალებული გოგონას ძმა.

დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ მისი მეზობლებიც.

ცნობისთვის, საინფორმაციო სააგენტო CNews-მა გუშინ გაავრცელა ხმოვანი შეტყობინება, რომელიც 13 წლის გოგონამ დედას გაუგზავნა, სადაც ის მისთვის შესაძლო სიცოცხლის მოსპობაზე საუბრობს და ასევე ამბობს, რომ იცის მას საკუთარი ძმა მხარს არ დაუჭერს, რადგანაც იმავეს იტყვის რასაც მამა და ბიძის ოჯახი უკარნახებს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა