უკრაინამ რუსული ტყვეობიდან ბახმუტის მიმართულების 106 დამცველი გაათავისუფლა

სულ ნახვები : 196
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ 25 მაისს უკრაინამ მოახერხა რუსული ტყვეობიდან ბახმუტის მიმართულების 106 დამცველის გათავისუფლება.

მისი ქმით, გათავისუფლებულთა შორის  8 ოფიცერი და 98 ჯარისკაცი და სერჟანტია.

„ესენი არიან ჯარისკაცები ბახმუტის მიმართულებიდან - 8 ოფიცერი და 98 ჯარისკაცი და სერჟანტი.

ისინი იბრძოდნენ ბახმუტისთვის და მიაღწიეს იმას, რამაც მტერს არ მისცა საშუალება უფრო ღრმად გასულიყო ჩვენს აღმოსავლეთში. თითოეული მათგანი ჩვენი სახელმწიფოს გმირია“-თქვა ერმაკმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები