უკრაინამ რუსული ტყვეობიდან ბახმუტის მიმართულების 106 დამცველი გაათავისუფლა

სულ ნახვები :
84




...
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ 25 მაისს უკრაინამ მოახერხა რუსული ტყვეობიდან ბახმუტის მიმართულების 106 დამცველის გათავისუფლება.
მისი ქმით, გათავისუფლებულთა შორის 8 ოფიცერი და 98 ჯარისკაცი და სერჟანტია.
„ესენი არიან ჯარისკაცები ბახმუტის მიმართულებიდან - 8 ოფიცერი და 98 ჯარისკაცი და სერჟანტი.
ისინი იბრძოდნენ ბახმუტისთვის და მიაღწიეს იმას, რამაც მტერს არ მისცა საშუალება უფრო ღრმად გასულიყო ჩვენს აღმოსავლეთში. თითოეული მათგანი ჩვენი სახელმწიფოს გმირია“-თქვა ერმაკმა.