შვიდკაცა და შვიდქალა ნაკრებები ბოლო მოსამზადებელ ეტაპს გადიან

სულ ნახვები : 195
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

27-28 მაისს საქართველოს 7-ქალა და 7-კაცა ნაკრებები, მეორე მოსამზადებელ ტურნირს ითამაშებენ.

შეგახსენებთ, ერთი კვირის წინ 7-კაცამ პარიზის ტურნირი მოიგო, 7-ქალა კი ფინალში გავიდა. ორივე გუნდი საფრანგეთში დარჩა, 1-კვირიანი შეკრება გაიარა და მომავალ უქმეებზე ახალ ტურშნირში ითამაშებს.

გოგონები ჯგუფურ ეტაპზე Sevens Landes-ისა და Ligue BGFC-ს წინააღმდეგ ითამაშებენ. 21 მონაწილე გუნდი 7 ჯგუფშია გადანაწილებული და ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, თამაშები ფლეი ოფებში, მეთექსმეტედფინალებიდან გაგრძელდება.

გეტყვით იმასაც, რომ საქართველოს 7-ქალას წელს რაგბი ევროპის „ალაფის“ ორი ეტაპი ელის – 16-18 ივნისს ზაგრებში (ხორვატია) და 7-8 ივლისს ბუდაპეშტში (უნგრეთი).

ვაჟებს, რომელიც ტურში „განვითარებადი საქართველოს“ სახელით ითამაშებენ, ჯგუფურ ეტაპზე 3 თამაში ელით. მისი მეტოქეები იქნებიან UBB Sevens, Euskadi 7s და 7 Fantastics. 28 მაისს ფლეი ოფების ჯერი დადგება.

პარიზის 7-კაცას მოგების შემდეგ, გუნდს ტრავმის გამო ლევან ნარიმანიძე გამოაკლდა და შავი ლომიდან სოსო მათიაშვილი და ლაშა ლომიძე დაიმატა.

ჩვენს გუნდს 9-11 ივნისს რაგბის ევროპის ჩემპიონატის პირველი ეტაპი (ალგარვე, პორტუგალია) ელის, 7-9 ივლისს კი, მეორე ეტაპი (ჰამბურგი, გერმანია) ესლის. მათ შორის, 25-27 ივნისს პოლონეთის ქალაქ კრაკოვში 2024 წლის ევროპის თამაშებია, რაც პარალელურად ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ტურნირია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები