რატომ დახურეს გადაცემა NEWSROOM-ი და რა მიზეზებზე საუბრობს წამყვანი?





...
პოლიტიკური გადაცემა NEWSROOM-ი, რომელიც „პალიტრა ნიუსის“ ეთერში ხუთი წელია, რაც გადის, დღეს 25 მაისს დაიხაურა.
გადაცემის დახურვა მოულოდნელი აღმოჩნდა ჟურნალისტ კოკა კვირკველიასთვის
„ასე და ამგვარად ეს დღეც დადგა, ოღონდ სიურპრიზად გავიგე ახლახან. პოლიტიკური გადაცემა ნიუსრუმი რომელსაც აგერ 5 წელია ვაკეთებ და ვფიქრობ არც თუ ისე უხარისხოდ, ეთერში არ გავა“, - წერს კვირკველია.
Cnews-ი უფრო მეტი დეტალის გაგებას თავად გადაცემის წამყვანისგან, კოკა კვირკველიასგან შეეცადა:
_ კოკა, რამდენად მოულოდნელი აღმოჩნდა გადაცემის დახურვა?
_ რა თქმა უნდა, მოულოდნელი იყო.
_ ამის წინაპირობა რა იყო, რა გითხრათ ხელმძღვანელობამ?
_ არაფერი, უბრალოდ აღარ სურთ გადაცემის ეთერში გასვლა და მორჩა.
_ მიზეზი არ გიკითხავთ?
_ არგუმენტირებული მიზეზი არ არის. ვაპირებთ რეფორმებს და სექტემბრიდან, შესაძლოა რაიმე ახალი მოვიფიქროთო.
_ პალიტრაში რჩებით თუ...?
_ პალიტრა მედიაში ვრჩები, ვიქნები ვებზე და რადიოში.