შვედეთის შემდეგ, რუსეთის საგარეოში დანიისა და გერმანიის ელჩები დაიბარეს

სულ ნახვები :
117




...
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ხუთშაბათს დაიბარეს დანიისა და გერმანიის ელჩები.
რუსული მედიის ცნობით, მათ გადასცეს საპროტესტო ნოტა Nord Stream-ში აფეთქებების გამოძიების ირგვლივ შექმნილი ვითარების შესახებ.
„რუსეთი აპირებს გააგრძელოს ზეწოლა გერმანიაზე, დანიასა და შვედეთზე, რათა გამოიძიონ დივერსია ჩრდილოეთ ნაკადზე“, - ციტირებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მედია.
შეგახსენებთ, დღეს ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში შვედეთის ელჩი დაიბარეს.