მიქაუტაძის ტრანსფერზე მალდინი მუშაობს და 10 მილიონს იხდის

სულ ნახვები : 183
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანი ფრანგული მეცის ქართველი ფორვარდით, გიორგი მიქაუტაძით არის დაინტერესებული.

როგორც Foot Mercato წერს, მიქაუტაძის ტრანსფერზე მილანის ტექნიკური დირექტორი პაოლო მალდინი მუშაობს. მალდინისა და საქართველოს ნაკრების 22 წლის ფორვარდს შორის კომუნიკაცია უკვე შედგა.

„ბოლო პერიოდში მოლაპარაკებებმა წინ წაიწია. მილანი მზადაა, მიქაუტაძის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო გადაიხადოს. ეს საკითხი პირადად მალდინის აქვს ჩაბარებული, რომელიც ფეხბურთელს რამდენჯერმე დაეკონტაქტა. ქართველი თავდამსხმელის ტრანსფერის შემთხვევაში, ფეხბურთელი მომავალ სეზონშიც მეცში იქნება განათხოვრებული. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ კლუბი ფრანგულ ლიგა 1-ში აღზევდა. მიქაუტაძეს დიდი ინტერესით აკვირდებიან ვენსან კომპანი და მისი ბარნლიც“, – წერია Foot Mercato-ზე.

შეგახსენებთ, მიქაუტაძე ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირია. ჩვენებურს 23 გოლი აქვს გატანილი და უახლოეს კონკურენტს 5 გოლით უსწრებს. ქართველ ფორვარდს 8 საგოლე პასიც აქვს. ამ მაჩვენებლით მიქაუტაძე მეორეა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები