კოსოვოს პოლიცია ჩრდილოეთ პროვინციაში სერბი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალას იყენებს - სერბეთმა ჯარი მოაბილიზა

სულ ნახვები : 186
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

კოსოვოს პოლიციამ გამოიყენა ცრემლმდენი  გაზი სერბების წინააღმდეგ, რომლებიც რეგიონის ჩრდილოეთით მუნიციპალიტეტის შენობების წინ საპროტესტო აქციაზე შეიკრიბნენ, იუწყება პორტალი Kosovo online.

პარასკევს  ადგილობრივი სერბები  რეგიონის ჩრდილოეთით მდებარე ლეპოსავიჩის, ზუბინ პოტოკისა და ზვეჩანის მუნიციპალიტეტების

წინ შეიკრიბნენ და საპროტესტო აქციას მართავდნენ. ისინი კოსოვოს უშიშროების ძალებსა და ოფიციალურ პირებს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. სწორედ ამის გამო დაიწყო  ფიზიკური  შეტაკებები.

აღსანიშნავია, რომ ამ პროცესების პარალელურად, სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა პარასკევს სერბეთის არმია მაღალ მზადყოფნაში მოიყვანა პრიშტინის ცალმხრივი ნაბიჯების გამო კოსოვოსა და მეტოჰიაში შექმნილი ვითარების ფონზე.  იტყობინება Vechere Novosti.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა