„ეს იყო გზავნილი კრემლისთვის, რომ მას არ აინტერესებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე“ - ლევან ხაბეიშვილი ირაკლი კობახიძეზე

სულ ნახვები : 290
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ეს იყო გზავნილი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის,  ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის და კრემლისთვის, რომ მას არ აინტერესებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე -  ასე აფასებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებაზე არ დასწრებას.

მისი თქმით, ეს იყო ასევე საბოტაჟი ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ.

„ცივილიზებულმა სამყარომ, დასავლელმა პარტნიორებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს.  არის კრემლის, პუტინის რუსეთი, რომელმაც არც მიულოცა, არც აღიარებს ქვეყნის დამოუკიდებლობას და ზუსტად ისევე იქცევა მმართველი პარტიის ხელმძღვანელი, ვგულისხმობ ირაკლი კობახიძეს, რომელსაც არ აინტერესებს დამოუკიდებლობის დღე და არც გამოცხადებულა ოფიციალურ ღონისძიებაზე. გარდა იმისა, რომ აბსოლუტურად რუსულია მისი დამოკიდებულება დამოუკიდებლობის დღისადმი, წარმოუდგენელია მმართველი პარტიის, პარლამენტის წევრი, უმრავლესობის ლიდერი არ იღებდეს მონაწილეობას ასეთ ოფიციალურ ღონისძიებაში.  ეს არის გზავნილი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, გზავნილი კრემლისთვის, რომ მას არ აინტერესებს დამოუკიდებელი საქართველო და მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, ირაკლი კობახიძეს და ირაკლი ღარიბაშვილს აქვთ დაპირისპირება ერთმანეთთან, ვერ იყოფენ პრემიერ-მინისტრის სკამს, ვერ იყოფენ ბიძინა ივანიშვილის კარზე ვინ უფრო მოურავი იქნება და ეს იყო ერთგვარი საბოტაჟი ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ.

ასე ძიძგნიან ჩვენს ქვეყანას, ვერ იყოფენ თანამდებობებს მილიონებს, კორუფციულ სისტემებს, რომლებიც მრავლად არის „ქართულ ოცნებაში“ და ირაკლი კობახიძე დღეს ნათლად ირაკლი ღარიბაშვილს, რომ ის არ აღიარებს საქართველოს არაფორმალური მმართველის მიერ დანიშნულ მოურავს და ის უკეთესი მოურავია, უკეთესად მოემსახურება ბიძინა ივანიშვილს და ეს იყო გზავნილი ასევე ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ ის არ დაემორჩილება ირაკლი ღარიბაშვილს“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, იმ დროს როდესაც ქვეყნის დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი ღონისძიება იმართებოდა, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე  კამერებმა აუზთან,  მზის გულზე მწოლი დააფიქსირეს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა