სავსემ სპიაწილი ?! - პუტინი საქართველოს მთავრობას

სულ ნახვები : 2,100
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

"ჩემთვის იყო სრული მოულოდნელობა რეაქცია, რაც ფრენების აღდგენას მოყვა, მეგონა ყველა იტყოდა მადლობა,." - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მთავრობის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

გაუგებარი ქარიშხალი ატყდა ამ ამბავზე, უნდა ვთქვა, სრულიად მოულოდნელი. გვერდიდან ვუყურებ და ვფიქრობ - "სავსემ სპიაწილი" ?!

საქართველოს ხელისუფლებამ არაერთგზის დააყენა უვიზო რეჟიმის და პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხი და ჩვენც შემხვედრი ნაბიჯი გადავდგით. რაც ხდება ქვეყნის შიგნით, ეს ჩვენი საქმე არაა, ხალხმა თავად უნდა გადაწყვიტოს საქართველო რა გზით წავა და როგორ განვითარდება, ჩვენ გადავდგით შემხვედრი ნაბიჯები. ამის შემდეგ მოვიქცევით ჩვენი პარტნიორების ქცევის შესაბამისად - აცხადებს ვლადიმერ პუტინი.

შეგახსენებთ - საქართველოს მთავრობა ამ დრომდე აცხადებდა რომ რუსეთმა სავიზო რეჟიმი საკუთარი ინიციატივით, ქართული მხარის თხოვნის გარეშე აღადგინა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა