ნიკას თავისუფლება ევროპისთვის - აქცია პრეზიდენტის რეზიდენციასთან

სულ ნახვები : 292
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მთავარი არხის დაპატიმრებული დირექტორის მეგობრები და მხარდამჭერები აქციისთვის ემზადებიან - „ნიკას თავისუფლება ევროპისთვის“.

შეკრება ათონელის საპრეზიდენტო რეზიდენციასთან ექვს საათზე არის დაგეგმილი . აქციის ორგანიზატორი - ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობაა. საქართველოს პრეზიდენტის საპრეზიდენტო სასახლესთან, გვარამიას მეგობრები მკაფიო მესიჯებით მიდიან. მათი აზრით, ნიკას პატიმრობა საქართველოს ევროპას აშორებს და მოითხოვენ დაპატიმრებული მედია- მენეჯერის დროულ შეწყალებას. მსვლელობა ორბელიანზე მთავარი არხის ოფისიდან დაიწყება , სადაც დღეს ღია კარის დღეა. „თავისუფლებისთვის ბრძოლით, ჩვენ, ფაქტობრივად, ვიბრძვით საქართველოს ევროპული მომავლისთვის. ამიტომ, ადამიანები, რომლებსაც სურ რომ საქართველო იყოს ისეთივე ქვეყანა, როგორიც არის ევროპული ქვეყნები, საქართველოში საზოგადოება აგებული უნდა იყოს იგივე ღირებულებებზე, როგორიც არის ევროპაში, ადამიანები, რომელთაც სურთ, რომ მათი შვილები იზრდებოდნენ ევროპულ ქვეყანაში, იღებდნენ განათლებას, უნდა შეიკრიბონ მთავარ არხში, იმ ადგილას, სადაც ჩვენ ხმამაღლა ვამბობთ, რომ მათავარი არის თავისუფლება“,- განაცხადა ჟურნალისტმა პაატა იაკობაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა