მეუფე შიო გელათის გადარჩენისთვის, მადლობას ღარიბაშვილს უხდის

სულ ნახვები : 662
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

 პატრიარქის მოსაყდრე , მეუფე შიომ, გელათის საბჭოს შეკრებაზე დღეს, მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიიბაშვილს , პატრიარქის სახელით მადლობა გელათის გადარჩენისთვის გადაუხადა.

„მე დღეს მინდა ვისარგებლიო შემთხვევეით ბატონო ირაკლი და თქვენ მიერ გელათს გადარჩენის საქმისადმი გამოვლენილი დიდი გულისხმიერებისთვის სრულიად საქართველოს პატრიარქის სახელით დიდი მადლობა გადაგიხადოთ,“- განაცხადა მეუფე შიომ. „მაქვს პატივი, საქართველოს ეკლესიასთან ერთად უზრუნველვყო გელათის სამონასტრო კომპლექსის კონსერვაციის წარმატებით განხორციელება“,- აღნიშნა თავის მხრივ, პრემიერმა ღარიბაშვილმა. დღეს გელათის რეაბილიტაციის პროცესი ოფიციალურად საპატრიარქომ გადაიბარა. დღევანდელ შეხვედრაზე არ გამოჩენილა თეა წულუკიანი, კულტურის მინისტრი, რომელსაც ისტორიულ სამონასტრო კომპლექსში შქმნილ უმძიმეს ვითარებაზე, გელათის მცველები პასუხისმგებლობას მას აკისრებენ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა