იციან, რომ სიცრუეა და მაინც იჯერებენ, ბრიყვებს ამ ქვეყანაში რა დალევს - გია ხუხაშვილი

სულ ნახვები : 3,987
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

იციან,  რომ სიცრუეა და მაინც იჯერებენ, ბრიყვებს ამ ქვეყანაში რა დალევს - ამის შესახებ  Cnews-ს პოლიტიკის ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ხელისუფლების ახალი პროპაგანდის - რუსეთთან დათბობის ფონზე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის  შესაძლებლობის  საკითხზე საუბრისას განუცხადა. 

მისი  თქმით, ხელისუფლებას ეს პროპაგანდა კოლაბორაციონისტული პოლიტიკის გასამართლებლად წამოიწყო.  

„რა  თქმა  უნდა,  მათ სჭირდებათ ამ კოლაბორაციონისტული პოლიტიკის  რაღაცით გამართლება, რომ თქვან, რომ ეს პოლიტიკური უღირსობისა და კოლაბორაციონიზმის გამოვლინება კი არ არის, არამედ ეს არის  ბრძნული პოლიტიკა. ამისთვის  სჭირდებათ სატყუარა,  - ვითომ ამას იმისთვის  აკეთებენ, რომ რუსეთის მიმართ ლოიალური პოლიტიკას რუსეთი დაგვიფასებს და და დაგვიბრუნებს  აფხაზეთსა და სამაჩაბლოს. ამ სპეკულაციური  აზრის დამკვიდრებას ცდილობენ და ქმნიან ცრუ მოლოდინებს. 

პარალელურად,  ჩვენ ვუყურებთ კონფრონტაციას დასავლეთთან , საქმე  იქამდეც კი მივიდა, რომ ევროკავშირის დემარში  მივიღეთ გუშინ, რუსეთთან ამ დათბობის პოლიტიკის პასუხად“, - განუცხადა Cnews-ს ხუხაშვილმა. 

ხუხაშვილის თქმით, აღნიშნული პროპაგანდას „ოცნება“ გამოიყენებს არა მხოლოდ ევროკავშირისაგან  დისტანცირების გასამართლებლად,  ასევე საარჩევნო პერიოდშიც.

„ამ პროპაგანდას საარჩევნოდაც გამოიყენებენ,  ისევე  როგორც „გარეჯი საქართველოა“  გამოიყენეს. სამწუხაროდ, ადამიანთა გარკვეული ნაწილი, როგორც აქამდე ყველაფერს “ჭამდა“, ამასაც „შეჭამს“.  პროპაგანდა ადამიანების გარკვეულ ნაწილზე ყოველთვის მუშაობს.  იციან, რომ სიცრუეა, მაგრამ მაინც იჯერებენ, ამას ჰქვია „სიბრიყვის განმარტება“,  ბრიყვებს ამ ქვეყანაში რა დალევს“- განუცხადა ხუხაშვილმა. 

მისივე თქმით, ამ თემის  სერიოზულად განხილვა  ხელისუფლების ინტერესებში  შედის.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა