სამხრეთ კორეის ბაზარზე ქართული ღვინის საპილოტე აქტივობები დაიგეგმა

სულ ნახვები : 297
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამასა და ღვინის ეროვნულ სააგენტოს შორის, თანამშრომლობის შეთანხმება, ქართული ღვინის ექსპორტის გაზრდაზე ორიენტირებული მარკენტინგული აქტივობების მხარდაჭერის მიზნით  გაფორმდა, - ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

შეთანხმებას ხელი USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ხელმძღვანელმა ლუიზა ნამიჩეიშვილმა და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ - ლევან მეხუზლამ მოაწერეს.

„ღვინო საქართველოს ერთ-ეთი მთავარი საექსპორტო პროდუქტია. ექსპორტის მაჩვენებლები, ბოლო წლების განმავლობაში, სტაბილურად იზრდება; თუმცა, კვლავ გამოწვევად რცება სტრატეგიული ბაზრების დივერსიფიკაცია. აღნიშნული მემორანდუმის მიზანია, ქართული ღვინის ექსპორტის გაზრდაზე ორიენტირებული მარკეტინგული აქტივობების მხარდაჭერა , რათა მსოფლიო ღვინის ბაზარზე ქართულმა ღვინომ მყარად დაიმკვიდროს ადგილი. იმედი მაქვს, საპილოტე პროგრამა, რომელიც მიმდინარე წელს განხორციელდება, იქნება წარმატებული და გარძელვადიან პროგრამად ჩამოყალიბდება“,- განაცხა ლევან მეხუზლამ შეხვედრაზე.

ქართული ღვინის ექსპორტის დივერსიფიკაციისთვის პრიორიტეტულ ბაზრებად განისაზრვრა შეერთებული შტატები, გერმანია და სამხრეთ კორეა: 

„პროგრამის ფარგლებში შეირჩა სამი სამიზნე ბაზარი- აშშ, ევროპაში - გერმანია და ვგეგმავთ სამხრეთ კორეის ბაზარზე საპილოტე აქტივობებს. იმედი გვაქვს, რომ გაიზრდება ცნობადობა ქართული ღვინის შესახებ , რადგან ის ნამდვილად არის უნიკალური და მრავალფეროვანი პროდუქტი, რომელიც შეგვიძლია შევთავაზოთ ყველა მომხმარებელს და ღვინის მოყვარულს“- აღნიშნა ლუიზა ნამიჩეიშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ეკონომიკა ► ბიზნესი ► Მეტის ნახვა