30 მაისი გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღეა - მერია 164 მოქალაქეს ძვირადღირებულ მედიკამენტებსა და მაღალტექნოლოგიურ კვლევებს დაუფინანსებს

სულ ნახვები : 407
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

30 მაისი გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღეა. მერია, „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამეტების და კვლევების  დაფინანსების“  პროგრამის ფარგლებში, დღეისთვის, ძვირადღირებულ მედიკამენტებს და მაღალტექნოლოგიურ  კვლევებს 164 მოქალაქეს დაუფინანსებს.

„მერიამ გაფანტული სკლეროზის დაიგნოზის მქონე მოქალაქეებისთვის 2020 წლიდან მედიკამენტების „ოკრელიზუმაბისა“ და „ფინგოლიმოდის“ დაფინანსება დაიწყო, ხოლო 2022 წლიდან, თავისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის (ქიმიური აგენტის დახმარებით) დაფინანსებასაც  უზრუნველყოფს.

ერთი ბენეფიციარის მედიკამენტებისა და მარავალტექნოლოგიური კვლევევბის დასაფინანსებლად,  წელიწადში 25 000 ლარამდე გამოიოყოფა.

თბილისის მერიის მიერ აღნიშნული პროგრამის დაწყებით, გაფანტული სკლეროზის მქონე პირების საწოლს, ან ეტლს მიჯაჭვულობისგან დახსნა გახდა შესაძლებელი. უფრო მეტიც, მკურნალობის შედეგად, მათ ყოველდღიურ საქმიანობაშიც შეეძლებათ ჩართვა“- ნათქვამია ინფორმაციაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა
მედიცინა ► Მეტის ნახვა