რა გახდა სოფელ ხისოში 40 წლამდე მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი?!

სულ ნახვები : 207
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ახმეტის მუნიციპალიტეტის, სოფელ ფიჩხოვანის მკვიდრი, 40 წლამდე მამაკაცი, თუშეთში (სოფელ ხისოში)  ცხვრების გადარეკვის დროს გარდაიცვალა. 

ადგილობრივების ინფორმაციით, შესაძლოა მისი გადარჩენა მომხდარიყო, რომ არა გზის პრობლემა, რომელიც ამ ტერიტორიაზე ფაქტობრივად მოუგვარებელი პრობლემაა. 

მამაკაცის გადმოსვენება, ადგილობრივების და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლების დახმარებით გახდა შესაძლებელი.

ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა, რის შემდგომაც ის საკუთარ საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს. 

ცნობისთვის, თუშეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა, ყოველი წლის ოქტომბრის თვეში იკეტება და მაისის ბოლოს იხსნება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

რეგიონი ► Მეტის ნახვა