ალაზნის არხი და ანტისანიტარია

სულ ნახვები : 532
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ალაზნის არხი რომელიც რამდენიმე სოფლის და ქალაქის მონაკვეთზეც გადის ანტისანიტაურ კერად არის ქცეული. მელიორაციის სამსახურს არხში წყალი თითქმის ნახევარი წელიწადია არ გაუშვია, რამაც მისი დაჭაობება გამოიწვია. 

თელავის საკრებულის წევრი და კურდღელაურის მაჟორიტარი დეპუტატი გიგი გიგიტელაშვილის განცხადებით:

"თელავის მუნიციპალიტეტში ალაზნის სარწყავი არხი უმძიმეს მდგომარეობაშია. აღნიშნული არხი ამ დროისთვის არ ფუნქციონირებს. წყალი არ გაუშვია მელიორაციას რის გამოც დაჭაობდა. ასევე დაბინძურებულია  რის გამოც შეიქმნა ანტისანტარია. 

ასევე გაჩნდნენ ქვეწარმავლები. არის გაუსაძლისი სუნი. არხის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობს ასეულობი ოჯახი, შესაბამისად იქმნება მნიშვნელოვანი საფრთხე ანტი სანიტარიის და ასევე ქვეწარმავლების გამრავლების. 

ეს არის  სასწრაფოდ მოსაგვარებელი პრობლემა. რაც უფრო დიდხანს იქნება აღნიშნული არხი უყურადღებოდ და არ მოხდება არხში წყლის დროულად გაშვება,  საპასუხოდ მივიღებთ ხალხის პროტესტს ქუჩაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

რეგიონი ► Მეტის ნახვა