ავსტრიაში ქართველმა ქართველი მოკლა: მკვლელობიდან 18 წლის შემდეგ, დამნაშავე გერმანიაში დაიჭირეს

სულ ნახვები : 1,071
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ავსტრიის ქალაქ გრაცში ქართველის მკვლელობიდან 18 წლის შემდეგ, ეჭვმიტანილი თანამემამულე  გერმანიაში  დააკავეს.  ამის შესახებ გერმანული მედია იტყობინება. 

როგორც ცნობილია, ქართველმა მამაკაცმა  2005 წელს ავსტრიის   ქალაქ გრაცში 29 წლის ქართველი ბიჭი  გულის არეში დანით დაჭრა და ადგილზევე მოკლა. 

ახლა კი, შემთხვევიდან 18 წლის შემდეგ 52 წლის დამნაშავე გერმანიის ქალაქ დორტმუნდის აეროპორტში დააკავეს. როგორც გერმანიის ხელისუფლებამ სამშაბათს განაცხადა, მამაკაცი აეროპორტში პარასკევს საღამოს ქუთაისიდან რეისით ჩავიდა. 

მედიის ცნობითვე,  ქართველი პასპორტის კონტროლზე ძალიან ნერვიულობდა. შემოწმების შემდეგ,  ჩინოვნიკებმა გაარკვიეს, რომ ქართველი  დაკავების საერთაშორისო ორდერით იძებნებოდა.


Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა