რამდენი პროცენტით გაიზარდა აპრილის თვეში საქართველოს ეკონომიკა?

სულ ნახვები : 187
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

2023 წლის აპრილში საქართველოს ეკონომიკის  რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7.5 % შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველი 4 თვის საშუალო მაჩვენებელი 7.3%-ით განისაზღვრა, - ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური  ავრცელებს. 

წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მაჩვენებლით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ასევე - ვაჭრობა.

უძრავი ქონებისა და დამამუშავებელი მრეწველობის მიმართულებით კი - კლების ტენდეცია დაფიქსირდა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ეკონომიკა ► ბიზნესი ► Მეტის ნახვა