კაფე „სტრადა“-ში მომხდარი მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარედგინა

სულ ნახვები : 234
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თბილისში, კაფე „სტრადა“-ში მომხდარი სროლის ფაქტზე, რომელიც მკვლელობის მცდელობად შეფასდა, ერთ პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

ბრალდებული პირი ამჟამად მიმალვაშია, მასზე ძებნა მას შემდგომ გამოცხადდება, რაც პროკურატურა, დაკავების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს.

"დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად, დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა. ინციდენტის დროს, ასევე საფრთხე შეექმნა კაფეში მყოფი სხვა პირების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის, უწყების ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავეს, იარაღის ტარებისა და შენახვის უფლება ჰქონდა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა