როგორი დემოკრატიაა, როცა ერთი კაცი წყვეტს ყველაფერს - ფადი ასლი ივანიშვილზე

სულ ნახვები : 284
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ბიძინა ივანიშვილი არის ის, ვინც ერთ დღესაც გაიღვიძა  და გადაწყვიტა  საქართველო რუსეთისკენ წაეყვანა“ - ამის შესახებ სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა ფადი ასლიმ „ტვ პირველთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი საქართველო დემოკრატიისგან შორს არის, რადგანაც ქვეყნის ფორმალური თუ არაფორმალური მმართველი აკეთებს იმის საწინააღმდეგოს, რაც მოქალაქეების 80%-ს სურს. 

„რუსეთი ამ ქვეყნის ყველაზე დიდი მტერია, მოსახლეობის 80%-ს კი ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა სურს, ეს როგორი დემოკრატიაა, როცა ერთი კაცი წყვეტს ყველაფერს და საკუთარი ქვეყნის და კონსტიტუციის წინააღმდეგ მიდის იმისთვის, რომ მტისკენ გაგაქანოს“, - განაცხადა მან.

ცნობისთვის, ფადი ასლიმ, გუშინ 30 მაისს ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, რასაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა